weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზვიად დევდარიანის მიმართ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

12:15 შაბათი, 24 მარტი 2018
ფოტოზე ზვიად დევდარიანი ფოტოზე ზვიად დევდარიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს. გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

„მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა“, – განაცხადეს შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში (მისამართი - ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ტელეფონის ნომერი - 2 41 42 62, ელექტრონული მისამართი - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.).

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ახალი წარდგენილი იყო, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა დევდარიანის კანდიდატურისთვის, რადგან იგი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

„ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია“, - განაცხადა დევდარიანმა ბრალდებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მზად არის, სამართლებრივი გზებით გააგრძელოს დავა.

სექსუალური შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ ზვიად დევდარიანმა „სიდას“ დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]