weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაშა მესხმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში დავა მოუგო

22:05 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

ჟურნალისტმა ლაშა მესხმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში დავა მოუგო. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა მესხის მიმართ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, მაუწყებელს მისი სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებით განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება დაავალა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო პროფკავშირული აქტივობების გამო დისკრიმინაციული ფაქტის დადგენა. ლაშა მესხი პროფკავშირების თავმჯდომარე იყო და მისი გათავისუფლებაც ამ საქმიანობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქმულ პროტესტს დაუკავშირდა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა რაისა ლიპარტელიანმა.

ლაშა მესხის შეფასებით, სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო: „ეს არის გზავნილი ყველა იმ მჩაგვრელი დამსაქმებლის მიმართ, ვინც განსხვავებული აზრის  და პროფკავშირული საქმიანობის გამო თანამშრომლებს დევნის“.

ლაშა მესხი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლიდან ჟურნალისტად მუშაობდა. 2016 წლის მაისში მან ჟურნალისტთა პროფესიული კავშირი დააფუძნა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ, ხშირად, საჯაროდ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, ლაშა მესხთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დადო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ მესხთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც ხელშეკრულების ვადის გასვლა დასახელდა.

პროფკავშირების გაერთიანება სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარედ არჩევის და მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე ღიად გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ შეავიწროვეს, შემდეგ კი სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გაათავისუფლეს.

ლაშა მესხის გათავისუფლების საქმე სახალხო დამცველმაც შეისწავლა და დაადგინა, რომ მისი გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით, იყო დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის სამართლებრივი საშუალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]