weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეში მესამე მხარედ საია და სახალხო დამცველი ჩართო

22:08 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მათივე თხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) ჩართო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ ომბუდსმენისა და საია-ს მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემოფარგლა მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებზეც პოზიციის დაფიქსირება თავად ითხოვეს. კერძოდ, ომბუდსმენი და საია პოზიციას არცერთი მხარის სახელით არ წარადგენენ. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში პოზიციას წარადგენს საქმის მნიშვნელობის თაობაზე, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია − სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს და მოსამართლეზე საქმის განაწილების კუთხით საკუთარ მოსაზრებებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოდან მიიღებს ომბუდსმენისა და საია-ს პოზიციას, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სასამართლო მეგობრის (მესამე მხარის) მიერ წარდგენილ საკითხებზე.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 28 მარტს წარუდგინა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, „რუსთავის 2“-ის საქმეში საქართველოდან მეგობრის სტატუსით ჩართვის მოთხოვნით სხვა ორგანიზაციებმაც მიმართეს, თუმცა, სასამართლომ მათ უარი უთხრა და მხოლოდ სახალხო დამცველისა და საია-ს თხოვნა დააკმაყოფილა. საქმეში ჩართვაზე უარი ეთქვათ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მედიის განვითარების ფონდს, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]