weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ხარშილაძე სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

16:09 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ხარშილაძის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი 2017 წლის 20 სექტემბერს გამოიტანა, თუმცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

დავით ხარშილაძე 2017 წლის მარტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარშილაძის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. 15 მარტს, სასამართლომ დავით ხარშილაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 15 ათასლარიანი გირაოთი ივლისში შეუცვალეს.

დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს და მისი დაკავება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „ქრონიკა პლუსის“ საქმიანობას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]