„ტვ 25“-ის ინფორმაციით, პოლიციელების ჩვენებით ირკვევა, რომ სოლომონ ბაჯელიძემ ავტომობილით გზა ჩახერგა, რევაზ ხარაზი კი ხეზე აძვრა და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
სასამართლოს გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს.
„მთელი ქართული სახელმწიფო - პოლიცია, სასამართლო, ავადმყოფი ივანიშვილის ხუშტურებს ასრულებენ. დღეს სასამართლოში რეზო ხარაზი კი არა, თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა ყოფილიყო, რაც მან რეგიონს ზიანი მიაყენა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა კობა ხაბაზმა.
სოლომონ ბაჯელიძისა და რევაზ ხარაზის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. იურისტმა პაატა დიასამიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.