weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზღვარგარეთ უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება

12:51 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

საქართველოს მოქალაქის უცხოეთში უკანონო მიგრაციის მიზნით პირობების შექმნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, სპეციალური მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და/ან ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით - 3-დან 6 წლამდე. 

იგივე ვადით სასჯელს გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. 

გარდა ამისა, ზემოთაღნიშნული რომელიმე ქმედების ჩადენა არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ ან ყალბი საბუთების გამოყენებით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენა - თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე. 

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახა კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]