weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გურჯაანში ვასო მაისურაძის ცემის საქმეზე სლოტ კლუბის დაცვის თანამშრომლები დააკავეს

13:27 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

სამართალდამცავებმა გურჯაანში შპს „ვეგას“ სლოტ კლუბის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დ.ა. და შ.ე. დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს, ქ. გურჯაანში, შპს „ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დ.ა.-მ და შ.ე.-მ სლოტ კლუბში მომხდარი შელაპარაკებისას, ვასო მაისურაძეს სახის და თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს, რომელიც ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

28 წლის ვასო მაისურაძის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში, ჟვანიას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

ამ თემაზე:

კაზინოს დაცვამ 3 ახალგაზრდა სასტიკად ცემა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]