weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავიაკომპანიები სუს-ს ყველა მგზავრის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდიან

16:05 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

2018 წლის 1 ივნისიდან, ყველა ავიაგადამზიდველი ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო ავიარეისებით მოსარგებლე მგზავრების შესახებ, ფრენის დრომდე 48 საათით ადრე და თვითმფრინავის აფრენისთანავე.

აღნიშნულის შესახებ სპეციალური დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 აპრილს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დადგენილების მიზანი ტერორიზმის და სხვა მძიმე დანაშაულთა პრევენცია და გამოვლენა, ასევე უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. 

დადგენილების დანართის თანახმად, ავიაგადამზიდველი კომპანია სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უსასყიდლოდ მიაწვდის ნებისმიერი მგზავრის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას: 

  • მგზავრის წინასწარი მონაცემები: სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, ტიპი და მოქმედების ვადა; მოქალაქეობა; სრული სახელი; დაბადების თარიღი; სქესი; ავიაკომპანია; რეისის ნომერი; რეისის დაწყებისა და დასრულების თარიღი და შესაბამისი დროები; გამგზავრების პუნქტი და დანიშნულების პუნქტი; ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი; მგზავრების საერთო რაოდენობა ბორტზე.
  • მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტა; ტელეფონის ნომერი).
  • გადახდის შესახებ მონაცემები: გადახდის ტიპი (ნაღდი, საბანკო გადარიცხვა თუ საკრედიტო ბარათი); ღირებულება, შესაბამისი ვალუტის მითითებით (ევრო, დოლარი, ლარი); გადამხდელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია); საკრედიტო ბარათის მონაცემები (ტიპი, ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, მფლობელის სახელი და გვარი, ბარათის სახელი).
  • ბილეთის დაჯავშნის და გაცემის თარიღი; დამჯავშნავი პირის სახელი და გვარი, ბილეთის შესახებ მონაცემები (ბილეთის ნომერი, გაცემის თარიღი, ცალმხრივი ბილეთები), ადგილის ნომერი და სხვა ინფორმაცია.
  • ბარგის შესახებ ინფორმაცია (ნომერი, რაოდენობა, წონა, სპეციალური ბარგი, დამატებითი ბარგი და ა.შ.).
  • ფრენის დაგეგმილი თარიღები და მოგზაურობის სრული მარშრუტი.
  • ინფორმაცია ტურისტული სააგენტოს ან აგენტის შესახებ.
  • ზოგადი შენიშვნები (ინფორმაცია 18 წლამდე პირების შესახებ, რომლებიც მგზავრობენ სრულწლოვანი პირის თანხლების გარეშე. კერძოდ, მათი სახელი, ასაკი, სასაუბრო ენა) და ა.შ..

სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო წინასწარ მოახდენს მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და მონაცემთა ბაზებთან შედარებას. ამასთან, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება (რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილება, პოლიტიკური შეხედულებები, რელიგიურ ან ფილოსოფიური მრწამსი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სქესობრივი ცხოვრება, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები). 

მონაცემები შეიძლება გადაეცეს მესამე სახელმწიფოებსაც, თუკი ეს აუცილებელია ტერორიზმთან ან სხვა მძიმე დანაშაულთან ბრძოლის ლეგიტიმური ინტერესით და მოთხოვნა აკმაყოფილებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილ ინფორმაციის გადაცემის პირობებს.  

მგზავრის შესახებ მონაცემები სუს-ის მონაცემთა ბაზაში 5 წელი შეინახება, რის შემდეგაც ავტომატურად წაიშლება. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]