weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტში პეტიციის შეტანას 300 პირის ხელმოწერა დასჭირდება

13:40 სამშაბათი, 01 მაისი 2018

სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პრობლემებზე მოქალაქეების მიერ პარლამენტში პეტიციით მიმართვა არანაკლებ 300 ხელმოწერით იქნება შესაძლებელი. პეტიციის შეტანა დაიშვება როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. 

ცვლილებების თანახმად, პეტიცია წერილობით ან ელექტრონულად წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს და აღირიცხება სპეციალურ რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად დაინტერესებული პირი ავსებს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ელექტრონული პეტიციის ფორმას, რომელზეც 1 თვეში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 300 მხარდამჭერის ხელმოწერა. 

პეტიცია არ მიიღება, თუ იგი შეიცავს მოწოდებას ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილის ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს; არ ეხება სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს, ასევე მაშინ, თუ იგი შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა. 

დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს ბიუროს უახლოეს სხდომას, ხოლო ბიურო შესასწავლად გადასცემს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ან დროებით კომისიას, რომლებიც უშუალოდ იხილავენ პეტიციას ან გადასცემენ მას კომპეტენტურ სამინისტროს თუ სხვა უწყებას. 

საბოლოოდ პეტიცია პლენარულ სხდომაზე განიხილება და პარლამენტი მიიღებს დადგენილებას, რეზოლუციას ან სხვა გადაწყვეტილებას. სამინისტროს ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებისთვის გადაცემული პეტიცია 1 თვის ვადაში უნდა იქნეს განხილული, საჭიროების შემთხვევაში კი ეს ვადა შესაძლოა კიდევ 1 თვით გაგრძელდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]