weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბავშვო ბაღის დირექტორად ნარკოტიკის მომხმარებლების დანიშნვნა აიკრძალა

14:53 ორშაბათი, 07 მაისი 2018

საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე ნარკოტიკების მომხმარებელი და განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების დანიშვნა აიკრძალა. დღეისათვის მსგავსი რეგულაცია 45 მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული.

საკრებულოების მიერ მიღებული დადგენილებები, რომლითაც საბავშვო ბაღების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებია განსაზღვრული, ადგენენ, რომ ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი ფორმით არ წარადგენს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, ანდა წარმოდგენილი ცნობა ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.    

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ ასეთი აკრძალვა შემოიღეს საგარეჯოს, ხულოს, ქალაქ ქუთაისის, გორის, მცხეთის, თერჯოლის, წყალტუბოს, ბაღდათის, თელავის, ბორჯომის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ონის, ვანის, ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, ნინოწმინდის, ქარელის, მარნეულისა და ასპინძის საკრებულოებმა. 

წინა მოწვევის საკრებულოებიდან ანალოგიური შინაარსის აკრძალვა დამტკიცებული აქვთ ჩხოროწყუს, ადიგენის, მარტვილის, ქალაქ ბათუმის, ცაგერის, წყალტუბოს, წალენჯიხის, ხელვაჩაურის, შუახევის, მესტიის, ქალაქ რუსთავის, სენაკის, გარდაბნის, გურჯაანის, დმანისის, ქედას, თეთრიწყაროს, ქობულეთის, ქალაქ ფოთის, ხობის, ბოლნისის, აბაშის, ჩოხატაურისა და ყვარლის საკრებულოებს. 

მუნიციპალიტეტებში აღნიშნული დადგენილებების მიღება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული. კანონის თანახმად, საბავშვო ბაღების დირექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითოეულ მუნიციპალიტეტს 2017 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დაემტკიცებინა. 

აღსანიშნავია, რომ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლისათვის პედაგოგიური საქმიანობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის უფლების 3 წლით ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დაიშვება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]