weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროსტიტუციის ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება

18:39 პარასკევი, 11 მაისი 2018

პროსტიტუციაში ჩაბმაზე პირის ნებისმიერი ფორმით დაყოლიება ან სხვაგვარად ხელშეწყობა დანაშაულად ჩაითვლება, ხოლო მისი ჩამდენი პირი თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

არაძალადობრივი მეთოდებით აღნიშნული ქმედების ჩადენა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით დაისჯება. 2-დან 4 წლამდე პატიმრობა დაწესდება პროსტიტუციის მიზნით ადგილის ან საცხოვრებელი ფართის გადაცემისათვის. 

იგივე ქმედებების ჩადენა ჯგუფურად (ესე იგი 2 ან მეტი პირის მიერ წინასწარი შეთანხმებით), არაერთგზის (2-ჯერ ან მეტჯერ), არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ, - 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 

სასჯელი მკაცრდება პროსტიტუციაში ძალადობრივი ჩაბმისთვის, ესე იგი თუ ამ ქმედებას თან ახლავს ძალადობა, ძალადობის მუქარა, შანტაჟი ან მოტყუება. ასეთ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენი პირს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო იმავე დანაშაულებრივი ქმედების ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ ჩადენისას - 5-დან 7 წლამდე ვადით.   

თუ იმავე სახის ქმედებას იურიდიული პირი ჩაიდენს, მაშინ ლიკვიდაციით ან ჯარიმით, ანდა საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით დაისჯება. 

გარდა ამისა, სისხლის სამართლის წესით დაისჯება პირი, რომელმაც იცის არასრულწლოვნის ან ორსული ქალის პროსტიტუციაში ჩაბმის შესახებ და არ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოს. ასეთ შემთხვევაში სასჯელის ზომა ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა იქნება. 

კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით 2018 წლის 20 აპრილს განიხილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]