weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

11:31 შაბათი, 12 მაისი 2018

გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაციის თვითმხილველი ახალგაზრდების თქმით, კლუბებში ათობით, ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელი შევარდა.

„გადაცემის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საღამო გამეტარებინა „ბასიანზე“. ბილეთი წინასწარ მქონდა ნაყიდი. რომ მოვედი დამხვდა ეს ზოოპარკი, რაც დამხვდა. ვიკითხე რა ხდება, რატომ არ მიშვებთ მეთქი. ვიღაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მწვდა და წამოეთრიეო. შემომახიეს მაისური“, - ამბობს „პირველი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრის ბექა წიქარიშვილის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დაარბიეს თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად ცემეს და გაუსწორდნენ იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, დააკავეს კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. წიქარიშვილის ინფორმაციით, დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირი, ხოლო ადმინისტრაციული წესით 20 ადამიანი.

კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით წუხელვე საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ. აქციაზე სერგი გვარჯალაძეც მივიდა, რომელიც თბილისის მერიის თანამშრომელი და ღამის ეკონომიკის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელია. მისი თქმით, ეს არის ძალიან წამგებიანი სიტუაცია, რომელიც ტურიზმს დააზიანებს.

პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდები საპროტესტო აქციის გამართვას დღეს, 15:00 საათზეც აპირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. აღნიშნულ კლუბებში კი სპეცოპერაცია კი 2018 წლის 12 მაისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]