აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.