ბათუმში, აქციაზე შეკრებილები თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.
დღეს, 15:00 საათიდან თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.