weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში - ლომჯარია

21:11 შაბათი, 12 მაისი 2018

„ჩვენმა წარმომადგენლებმა წუხელვე მოინახულეს სისხლის სამართლის წესით დაკავებული რვავე ადამიანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათი დაკავება მოხდა რამდენიმე საათით ადრე სპეცოპერაციის დაწყებამდე და არა კლუბის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომრლიც მას აქვს, არის ის, თუ „რამდენად იყო აუცილებლობა ამ ფორმით, სპეცოპერაციის გზით შესულიყვნენ სამართალდამცავები კლუბის ტერიტორიაზე“.

„ეს კითხვები დავუსვი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი განცხადებთ, არსებობდა სასამართლოს განჩინება ჩხრეკასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა თითქოს ინფორმაცია, რომ იქ იყო და საღდებოდა ნარკოტიკული საშუალება. ეს არის ის, რაც მე ზეპირად მოვისმინე, თუმცა კითხვები კვლავ მაქვს. უფრო დასაბუთებული პოზიცია რომ მქონდეს, უნდა ვნახო სასამართლოს განჩინება და ასევე, აუცილებლად გამოვითხოვთ იმ უწყვეტ ვიდეოჩანაწერს, რომელიც ასახავს კლუბის ტერიტორიაზე ჩატარებულ ჩხრეკას, იმისთვის, რომ ვნახოთ, რეალურად ამოიღებულ იქნა თუ არა ნარკოტიკული საშუალება და შევაფასოთ, რამდენად იყო აუცილებლობა აი ამ ფორმით განხორციელებულიყო ჩხრეკა“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 12 მაისს, გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.  სამინისტრომ კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით ბოლო 3 თვის განმავლობაშია გადაღებული.

დღეს, 15:00 საათიდან, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც რამდენიმე ათასი ახალგაზრდა მონაწილეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]