weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულ 8 პირს პატიმრობა შეეფარდა

19:01 ორშაბათი, 14 მაისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებულ რვავე ახალგაზრდას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, გასული რამდენიმე თვის მანძილზე, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები, განსხვავებულ დროსა და ადგილას უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა პირზე თბილისში მდებარე კლუბებსა და სხვა ტერიტორიაზე.

სასამართლოს განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და საქმის გარემოებების სრულად გარკვევაში ხელის შეშლის საფრთხეები, რის გამოც პატიმრობა გამოიყენა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ნინო ლალიაშვილის თქმით, პროკურატურას წარდგენილი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს. „კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა ამ საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები გადმოგვეცა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არიან: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში მათ სხვადასხვა კლუბებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირებზე სისტემატურად ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ხოლო ერთ მათგანს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]