weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა შესაძლოა უვადო პატიმრობით დაისაჯოს

12:27 პარასკევი, 18 მაისი 2018

გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობა შესაძლოა დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს, ხოლო მისი ჩადენისათვის სასჯელის ზომად 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დაწესდეს.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ელექტრონული პეტიციით პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობამ“ მიმართა. პეტიციას 1000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. 

პეტიციაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოში იმატა ქალების მკვლელობის ფაქტებმა, რომლებიც უმეტესწილად ჩადენილია გენდერული ნიშნით (ფემიციდი). ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, რადგან დამნაშავე ქალს ხშირად სიკვდილით სჯის ისეთი საქციელისათვის, რომელიც, მისი აზრით, მსხვერპლს არ შეეფერება სქესის გამო.  

პეტიციის ავტორთა მოსაზრებით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს სპეციალური მუხლი ან გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, სასჯელის ზომად კი 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნეს შემოღებული. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პეტიცია 2018 წლის 15 მაისს განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი შემდგომი შესწავლა და განხილვა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]