weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა გორგილაძე – არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნის მიმართ

14:24 პარასკევი, 18 მაისი 2018

ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძე, რომელსაც გუშინ 15 წლის ბიჭი თავს დაესხა, ამბობს, რომ მოძალადე არასრულწლოვნის მიმართ აგრესია არ აქვს. მისივე თქმით, დამნაშავე სისტემა, ეკლესია და სახელმწიფოა.

„ერთი წამით არ ვნანობ აქციაზე დგომას. მშვიდ მონობას, ასეთი თავისუფლება მირჩევნია. უკანასკნელ აღმოხდომამდე ვიტყვი, რომ სიყვარული სიყვარულია! არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნისადმი, დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს“, – წერს ნიკა გორგილაძე სოციალურ ქსელში.

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, კანცელარიის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს. სიტყვით გამოსვლის დროს ნიკა გორგილაძეს არასრულწლოვანი დაესხა თავს და სახეში დაარტყა. მან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]