weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

განჩინება გვქონდა ორზე მეტ კლუბზე და გამოძიება გრძელდება – გიორგი გახარია

17:19 პარასკევი, 18 მაისი 2018

„სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას - სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ“, - განაცხადა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში „ბასიანსა და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები დასაწყისი და ქსელის გამოვლენის პირველი ნაბიჯია. შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ყველა ქალაქში, სადაც ასე თუ ისე განვითარებულია კლუბური ცხოვრება, „მსგავსი ღონისძიებები ტარდება და უფრო მძიმე შედეგებითაც მიმდინარეობს“

„გეტყვით, რომ განჩინება არ გვქონდა მარტო ორ კლუბზე, გვქონდა ცოტა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება. ის, რომ ჩვენ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან 1-ელ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოძიების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესი აქვთ.

„მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო განჩინებით 8 ნარკორეალიზატორი. გამოძიება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების, ამ ქმედებების და უახლოეს პერიოდში, დარწმუნებულები ვართ, სისტემურ ხასიათს მსგავსი ქმედებების ძალიან მარტივად წარმოგიდგენთ და დაგანახებთ, რასაც მოყვება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები“, - აღნიშნა გახარიამ.

ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია 12 მაისს, დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე ჩატარდა. შსს-მ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც გაირკვა ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]