„ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება. შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე იქნება ცივი იარაღის ნაწილშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველ სამ თვეში, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.