weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შემაკავებელი ორდერის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – შს მინისტრი

17:51 პარასკევი, 18 მაისი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. შს მინისტრის თქმით, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

„ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება. შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე იქნება ცივი იარაღის ნაწილშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველ სამ თვეში, სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]