weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ანა დოლიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უჩივლა

12:18 ორშაბათი, 21 მაისი 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე ითხოვს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილმა მასთან დაკავშირებით გაკეთებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოს.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მოღვაწე პირებისთვის, განსაკუთრებით მოსამართლისთვის, ნაცნობი იყოს, რომ ტყუილს აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი. არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ტყუილი იმისთვის, რომ მისი საქმიანი რეპუტაცია დააზარალო და ამისთვის არ გადაიხადო ფასი, არ გქონდეს არანაირი პასუხისმგებლობა. მინდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ ეს პრეცედენტი. მოსამართლე გვრიტიშვილმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, მოიტყუა იმისთის, რომ უბრალოდ გადაეფარა სასამართლოსადმი ჩემი კრიტიკა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქმე ეხება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2018 წლის 16 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოსამართე გვრიტიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მოსამართლის თქმით, ანა დოლიძე ორგანიზაციას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

„ანა დოლიძე საამაყოდ მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ აგროვებდა 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ მასალებს, იმისათვის რომ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყოფილიყო საჩივრები ევროპულ სასამართლოში და პირიქით, იაფფასიანად მიიჩნევს პატრიოტულ გრძნობებს ადამიანში. ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა“, - განაცხადა მაშინ დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანა დოლიძემ ბრალდება უარყო. მისი განმარტებით, ის თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან სახელწოდებით „რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იძიებს საქმეებს და სწორედ მათ სახელზეა ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესული არაერთი სარჩელი.

სასამართლოში ანა დოლიძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]