weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წყალტუბოში 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

12:04 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში 18 წლის ახალგაზრდამ ყოფილი თანაკლასელი 2017 წლის დეკემბერში მოკლა.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მსჯავრდებულის ადვოკატის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ახალგაზრდას ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის) განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდამ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. მისი თქმით, მან არ იცოდა, რომ მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა გულმკერდის არეში დანით ჰქონდა მიყენებული. ის ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]