weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნიკა გორგილაძის უსაფრთხოებას რეალური საფრთხე ემუქრება – საია

17:17 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გეი აქტივისტის, ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას მიმართა. საია ნიკა გორგილაძის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე ანტიჰომოფობიურ აქციაზე, სადაც ნიკა გორგილაძე სიტყვით გამოდიოდა, მასზე თავდასხმა განხორციელდა. საია გამოხატავს შეშფოთებას თავდასხმის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიკა გორგილაძე მუდმივად იღებს მუქარის შემცველ გზავნილებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ყოველდღიურად ხდება აგრესიის და შეურაცხყოფის მსხვერპლი ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

„ძალადობასა და მუქარას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ ნიკას ყოველდღიური ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშაა. ის მუდმივად განიცდის დაუცველობის შეგრძნებასა და შიშს“.

ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საიამ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ითხოვა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების განხორციელება, ხოლო ნიკას მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ყველა მოქალაქე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა ნებისმიერი ნიშნისა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

17 მაისს ნიკა გორგილაძეს თავს არასრულწლოვანი დაესხა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]