weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციამ მარნეულში ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

10:07 პარასკევი, 25 მაისი 2018

სამართალდამცავებმა 1962 წელს დაბადებული ლ.გ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა.

„ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]