weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ გამოძიება დაიწყო იმის გასარკვევად, ვინ მიაწოდა ტელეკომპანიებს საქმის მასალები

14:26 ორშაბათი, 28 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით (გამოძიების მონაცემის გახმაურება) გამოძიება დაიწყო იმ პირთა ვინაობის დასადგენად, ვინც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე ტელეკომპანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს საქმის მასალები მიაწოდა.

„მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა. კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების - „ბასიანის“ და „გალერის“ საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე, შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

27 მაისს, „შაბათის კურიერმა“ ნარკორეალიზატორების საქმის მასალები გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ კლუბ „ბასიანში“ ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ პოლიციას თავდაპირველად „ქართული მარშის“ წევრებმა აცნობეს. 9 მარტით დათარიღებულ წერილში შს მინისტრ გიორგი გახარიას ლადო სადღობელაშვილი და სანდრო ბრეგაძე წერენ, რომ „ბასიანზე“ ახალგაზრდები იწამლებიან. ამ წერილიდან 12 დღეში შსს-მ გამოძიება და ფარული მიყურადება დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]