weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დანაშაულის დაფარვაზე სასჯელი მკაცრდება

15:02 სამშაბათი, 29 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება მძიმე დანაშაული ხდება.

პარლამენტის დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრების შესახებ.

„მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. ცეცხლსასროლი იარაღის ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით. ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდება და ესეც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით - ეს არის ძირითადი არსი. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას, სასჯელების დღეს არსებული რედაქციის დიფერენცირება ხდება. დღეისათვის ყველა კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ერთი და იგივე სანქციით ისჯება და საკმაოდ მცირე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ამ დანაშაულის პრევენცია. მითუმეტეს,

ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, მაგალითად, მკვლელობის საქმეებზე დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის შემთხვევები. ამიტომ, ჩვენი მიზანია პრევენცია და შესაბამისად, გავზარდეთ სანქციები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიების დანაშაულთა დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის.

ასეთი დანაშაულების დაფარვა და შეუტყობინებლობა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ალტერნატიული სანქციების გარეშე. ახალი რეგულაციების მიხედვით, 3-დან 6 წლამდე ვადით დაისჯება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო ტარება კი დაისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები და ამ იარაღების გამოყენებით ცალკეული კატეგორიის დანაშაულების ჩადენის ფაქტები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]