weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმ პერიოდში, როცა მარიხუანას ინტენსიურად მოვიხმარდი, 3 დიპლომი მაქვს აღებული – ზურაბ ჯაფარიძე

18:21 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

„იმ პერიოდში, როცა მარიხუანას მოვიხმარდი, მაქვს სამი უმაღლესი განათლების დიპლომი აღებული, ვმუშაობდი საქართველოში თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. არანაირი მორალური ზიანი მე და ჩემ ოჯახს არ მიგვიღია“, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ მოსამართლე ევა გოცირიძეს. მოსამართლემ იკითხა, იზიარებენ თუ არა მოსარჩელეები მოსაზრებას, რომ მარიხუანას მოხმარება რაიმე სახის ზიანის მომტანია ოჯახისთვის და გარშემო მყოფი სოციუმისთვის.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მარიხუანას 16-17 წლიდან მოიხმარს და დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ინტენსიური მომხმარებელი იყო.

„ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში, როცა მე მარიხუანას მოვიხმარდი, მაქვს სამი უმაღლესი განათლების დიპლომი აღებული, მასტერის ხარისხი გაკეთებული, ვმუშაობდი საქართველოში თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ერთი თვის წყვეტაც კი არ მქონია, რომ ვყოფილიყავი უმუშევარი, ვკითხულობდი ლექციებს ყველა წამყვან უნივერსიტეტში საქართველოში. გარდა ამისა, ვწერდი სტატიებს, ვიყავი პარლამენტის წევრიც და ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ მომენტისთვის“, – განაცხადა პროცესზე ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარების გამო, მას და მის ოჯახს არანაირი მორალური ზიანი არ მიუღია.

„ჩემი მშობლებისთვის, რაღაც პერიოდის განმავლობაში, პრობლემა იყო ახსნა გარშემო მყოფი სოციუმისთვის, მათ შორის ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის, რომ მათი შვილი არის ისეთი, როგორიც არის. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, დღეს მათ აქვთ განცდა, რომ მარიხუანა არ არის რაიმე განსაკუთრებული ზიანის მატარებელი. მორალურად დეგრადირებული პიროვნება ამის გამო არ გავმხდარვარ. დღეს ვარ საკონსტიტუციო სასამართლოში და ვცდილობ დავიცვა ჩემი უფლებები“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

სასამართლოს პირველი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე არიან, არსებითად განიხილავს „გირჩის“ სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]