weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის წინააღმდეგობისთვის ჯარიმები გაიზარდა

14:42 შაბათი, 02 ივნისი 2018
ფოტო: EMC ფოტო: EMC

დღეიდან წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 500-დან 1000 ლარამდე იქნება, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კი 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250-დან 2000 ლარამდე ოდენობისა.

ორივე სამართალდარღვევის ჩამდენ პირს ალტერნატიული სანქციის სახით შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ასევე 3 წლამდე ვადით ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება. 

შეგახსენებთ, რომ წვრილმან ხულიგნობად ითვლება საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს (კოდექსის 166-ე მუხლი). 

აღნიშნული კოდექსის 173-ე მუხლით დასჯადია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ანდა მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის 17 მაისს დაამტკიცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ გუშინ გამოქვეყნდა და ძალაში დღეიდან შევიდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]