ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა დღეს ვაკის პარკში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე ყოფნისას მიაყენეს. სახალხო დამცველის განმარტებით, მას საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„გამოხატვის როგორ ფორმას აირჩევენ მოქალაქეები, ეს მათი გადასაწყვეტია, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მე მაქვს თმენის ვალდებულება და ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაცული. ვადასტურებ, რომ ჩემ მიმართ იყო ხელშეშლა. ასევე, შემეხნენ ფიზიკურად. ეს არ იყო ცემა, მაგრამ მიშლიდნენ ხელს გადაადგილებაში. ასევე, იყო მოწოდებები თავდასხმის შესახებ. რას გააკეთებს გამოძიება, ეს მათი კომპეტენციაა“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი აქციაზე ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა.