weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში ქალის დაჭრაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

11:27 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

ბათუმის საქალაქო სასმართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 26 წლის მამაკაცს, რომელიც 33 წლის ქალს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაესხა თავს და 60-მდე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარებაც ითხოვა.

„გამოკითხვის ოქმში, ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის,  ის რჩება წინასწარ პატიმრობაში“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია მოსამართლის განმარტებას. 

სამართალდამცავებმა ბრალდებული ორი დღის წინ, სასტუმრო „თანამგზავრთან“ დააკავეს. მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში 2-ჯერ არის ნასამართლევი. ის ქურდობისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა სასჯელს.

დაჭრილი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]