weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭიათურაში მაღაროელები აღარ გაიფიცებიან, კომპანია მათ ხელფასის 10 %-ით გაზრდას დაპირდა

13:22 ორშაბათი, 04 ივნისი 2018
ფოტოზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ფოტოზე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი

ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა, რომელიც დღეისთვის იყო დაანონსებული, გაუქმდა. საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 3 ივნისს, გვიან ღამით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან შეთანხმება შედგა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება.

მაღაროელებისთვის ხელფასის მატება 2018 წლის 1-ლი ივნისიდან მოხდება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან ზეგანაკვეთურ საათებში და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურების ტარიფის ზრდის, გარკვეულ სადღესასწაულო დღეებში ფულადი საჩუქრის დაწესების და სხვა სოციალური ბენეფიტების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ.

„კომპანია, შემჭიდროვებულ ვადებში, პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, რომელიც აგებული იქნება შემოსავლის ზრდის პრინციპზე და დაემყარება შრომის ნაყოფიერების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის მაჩვენებლებს.

საწარმოო გეგმების დაკორექტირების პროცესში კომპანია უზრუნველყოფს პროფკავშირის და დასაქმებულთა წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ შექმნას გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლის ციფრული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ვიზუალურ ინფორმირებას. კომპანია მზადაა ნებისმიერი პრობლემატური საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნას პროფკავშირთან ერთად და უზრუნველყოს პროცესის ოპერატიულობა“, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა გაფიცვა 3 ივნისს დაანონსეს. მათი განცხადებით, გაფიცვაში მონაწილეობა შუქრუთის, ითხვისის, დარკვეთის, მღვიმევის, წერეთლის, კოროხნალის, კოროხნალი 2-ის, დევიძეების მაღაროების, ასევე გამამდიდრებელი ფაბრიკების: „ცოფ 1“-ის, „ცოფ 2“-ის, „ცდფ“-ს, პეროფის, „ფაბრიკა 29“-ის, სატრანსპორტო განყოფილებისა და მექანიკური სახელოსნოს თანამშრომლებს უნდა მიეღოთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]