weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წულუკიანს ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის უფლება არ აქვს – ანა დოლიძე

16:48 ორშაბათი, 04 ივნისი 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის უფლება არ აქვს.

ანა დოლიძის თქმით, წულუკიანის განცხადებებიდან ჩანს, რომ მას არ აქვს გააზრებული ის მძიმე ვითარება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ქმდებების გამო პროკურატურასა და სასამართლოში შეიქმნა.

„მას არ აქვს გააზრებული ის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც იუსტიციის მინისტრს აქვს შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ვერავითარ ნიშანს როგორ უნდა აარჩიოს კარგი მომავალი მთავარი პროკურორი იმ იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც ვერ გაუაზრებია რა მძიმე ვითარება შეიქმნა ამ ორივე სფეროში. მე ვფიქრობ, რომ თეა წულუკიანმა უნდა გაიზიაროს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობა და უნდა დაანებოს თავი ამ ორ სფეროს და მიანდოს სხვა პიროვნებას, რომელიც, იმედი მაქვს, რომ ნამდვილ რეფორმებს გაატარებს პროკურატურასა და სასამართლოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ და პროკურატურის სამიანობით უკმაყოფილო ადამიანებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ზაზა სარალიძე შოთაძის გადადგომას და მკვლელობის საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.

„პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს. საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს მთავრობას. თუკი მთავრობა წარდგენილ კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, ის კენჭისყრისთვის პარლამენტს წარედგინება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]