weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან მწყემსი გაიტაცეს

14:08 სამშაბათი, 05 ივნისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნიდან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მკვიდრი, 58 წლის თეიმურაზ დუდაშვილი გაიტაცეს. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა მანანა თვაურმა უთხრა, მამაკაცი სოფლის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა.

„შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. იმ ადგილზე, საიდანაც მწყემსი გაიტაცეს, არც მავთულხლართია და არც რაიმე შემაკავებელი, საქონელი ხშირად გადადის რუსეთის მიერ კონტროლირებად სოფელ წინაგარაში. უკანონო დაკავების ფაქტებიც ხშირია. როგორც ჩანს, დღესაც საქონელი გადავიდა და მწყემსი გადმორეკვას ცდილობდა, როდესაც წაიყვანეს“, - ამბობს მანანა თვაური.

არსებული ინფორმაციით, თეიმურაზ დუდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენებენ. როგორც წესი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]