weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი მეტროს გაფიცულ მემანქანეებს სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას დაპირდა

17:27 სამშაბათი, 05 ივნისი 2018
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა და მათ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას დაპირდა. სახალხო დამცველმა უპრეცედენტო და კომიკური უწოდა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მემანქანეებს არასამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ.

„როდესაც გაფიცვას ეხება საქმე, აბსოლუტურად კომიკურია, როცა გაფიცვის უფლება დასაქმებულებს ეძლევათ არასამუშაო საათებში იმიტომ, რომ გაფიცვა გულისხმობს სწორედ სამუშაო საათებში სამუშაო ვალდებულებების თავიდან არიდებას. გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, ორმა მხარემ, დამსაქმებლებმაც და დასაქმებულებმაც, უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები, რადგან ეს არის ამ შემთხვევაში გამოსავალი.

აუცილებლად დავიცავთ თითოეული დასაქმებულის ინტერესებს იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ მისცა მათ საშუალება, რომ გაემართათ გაფიცვა, ნამდვილად საეჭვო იყო და მთელ რიგ კითხვებს ბადებს. არ ვიზიარებთ სასამართლოს ამ მსჯელობას და მიგვაჩნია, რომ შრომის კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ თითოეული მათგანის ინტერესებს, თუკი ვინმე იქნება გათავისუფლებული ან ვინმეს შრომითი უფლება იქნება დარღვეული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

ნინო ლომჯარია თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და თბილისის მუნიციპალიტეტს მემანქანეებთან კონსესუსის მიღწევისთვის სახალხო დამცველის ჩართულობას სთავაზობს.

მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო თბილისის მეტროპოლიტენი მეორე დღეა გაჩერებულია. მემანქანეები ხელფასის მომატებას ითხოვენ, თბილისის მერია კი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ხელფასების გაზრდა შეუძლებელია და ამ საკითხზე მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]