weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

13:24 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, მისი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ანა დოლიძე საბჭოს იმ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდა, რომლითაც ის უვადოდ დასანიშნ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესს ააცილეს.

გასაუბრების პროცესიდან ანა დოლიძე 14-მა მოსამართლემ აიცილა. დოლიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მის კრიტიკულ დამოკიდებულებასა და განცხადებებს უკავშირდება. მისივე თქმით, კანონით, საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა.

„აცილებების ეს კასკადი და საბჭოს პოზიცია ქმნის ძალიან საშიშ ტენდენციას და ეს ტენდენცია არის, რომ ნებისმიერი ფაქტორით, ნებისმიერი ზოგადი განცხადებით, შეიძლება საკუთარი ფუნქციების განხორციელებაში ხელი შეეშალოს საბჭოს წევრს.  ბუნებრივია ამ ტენდენციას ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა არც ამ პროცესით დაწყებულა და არც დამთავრდება. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ ამის გასაჩივრებას. ეს პოზიცია არის რეალურად საბჭოს წევრებზე ცენზურის დაწესების მცდელობა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ, რომლის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

„ეს არის მცდელობა ცენზურა დაწესდეს იუსტიციის საბჭოს იმ წევრების მიმართ, რომლებიც გამოირჩევიან კრიტიკული შეფასებებით და ღიად საუბრობენ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან თავად ის შეფასებები და განცხადებები, რომელსაც ანა დოლიძე აკეთებდა, არ ეხებოდა არცერთ კონკრეტულ პირს“, - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურისტს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ აცილების თაობაზე გადაწყვეტილებები კანონის საფუძველზე იყო მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]