weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული მარშის“ 5 წევრი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 2 პატიმრობაში დატოვა

19:04 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული „ქართული მარშის“ წევრებიდან 5 პირს, ლადო სადღობელაშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს, ოლეგ დანგაძეს და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა. მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი.

„მე კამერების წინაშე ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციულ გადაცდომასაც კი არ ჩავიდენ, თუკი თქვენ მომცემთ იმის საშუალებას, რომ დღეს ბავშვებს ჩავეხუტო“, - მიმართა ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს.

„იმ დროს, როდესაც პრემიერ-მინისტრს ბოთლებს ურტყამენ თავში, იმ დროს როდესაც ქალბატონს შეურაცხყოფას აყენებენ ქუჩაში და არავინ არ არის ამაზე დასჯილი, უსამართლობაა, როდესაც ჩვენი ორი მებრძოლი გამოგონილი ბრალდებით რჩება ციხეში“, - აღნიშნა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

საქმეზე სასამართლო პროცესი 19 ივნისს, 12:00 საათზე განახლდება.

„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 19 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. მათ ბრალად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა ედებათ. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები 19 მარტს, „რუსთავი 2“ -ის შენობის წინ შეიკრიბნენ და ტელეკომპანიის თანამშრომლების მიმართ იგინებოდნენ, გამოხატავდნენ აგრესიას და აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მისამართით, რასაც დაემატა კომპანიის თანამშრომლების მიმართ ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა. „რუსთავი 2“-ის იურისტსა და გადაცემა P.S.-ს წამყვანს, რომლებიც შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდნენ, ბრალდებულებმა გზა ჩაუკეტეს. ლუკა ნაცვლიშვილმა იურისტის მანქანის ძარის ხუფი ფეხის ჩარტყმით დააზიანა, რითიც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა, ხოლო მანქანაში მყოფ ტელეწამყვანს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. გიორგი ონიანმა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს სახეში დარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]