weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბინაზე დავა მორიგებით დასრულდა

17:23 სამშაბათი, 12 ივნისი 2018
ფოტოზე: გიორგი პაპუაშვილი ფოტოზე: გიორგი პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილისთვის 2007 წელს სიმბოლურ ფასად გადაცემულ ბინაზე ყოფილი მესაკუთრის დავა უზენაეს სასამართლოში მორიგებით დამთავრდა, - როლანდ ბლადაძეს სახელმწიფო თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე 263 კვ. ბინას, რომლის ღირებულება 399 000 ლარია, 1 ლარად გადასცემს. 

უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების მიხედვით, როლანდ ბლადაძე თბილისში ბინას 1 თვის ვადაში მიიღებს, შემდეგ კი უშუალოდ გიორგი პაპუაშვილთან დაიწყებს მოლაპარაკებას ალტერნატიული ფართის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმში მდებარე ბინის მისთვის დაბრუნების თაობაზე. 

როლანდ ბლადაძეს, რომელიც ასლან აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე 277.9 კვ.მ ფართობის ბინა 2004 წელს ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება, ხოლო 2007 წელს იგი გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადაეცა. 

2012 წლის საპარალმენტო არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რომან ბლადაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 

2015 წლის მარტში გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა თავისი ცოლის დის ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს გიორგი ლევიძეს 195 ათას დოლარად მიჰყიდა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ბინის თაობაზე დავა მიმდინარეობდა სასამართლოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]