weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში ლგბტ თემის წევრების ცემაში ბრალდებული 1000 ლარით დაჯარიმდა

17:45 შაბათი, 03 ივნისი 2017

სასამართლომ ლგბტ თემის ორი წარმომადგენლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. როგორც „რეგინფოს“ დაზარალებულების ადვოკატმა განუცხადა, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.

მისივე თქმით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მოსამართლემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება - ძალადობა, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 120-ე მუხლზე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება).

„საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად შევიტანთ სამოქალაქო სარჩელს მკურნალობის ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის“,- აღნიშნა ადვოკატმა.

კახეთში ლგბტ თემის ორი წარმომადგენელი 17 მაისს ცემეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ლგბტ თემის წევრები მეგობართან სტუმრად იმყოფებოდნენ. ისინი მასპინძლის თანასოფლელმა მამაკაცმა ე.წ. „მონტიროვკით“ ცემა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]