weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ადვოკატი ითხოვს აფგან მუხთარლის საქმე პროკურატურამ გამოიძიოს

15:30 კვირა, 04 ივნისი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ითხოვს, რომ მუხთარლის გატაცების საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. მისი განცხადებით, დანაშაულის დაკვეთაში შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

აფგან მუხთარლის საქმეს ამჟამად ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

„დანაშაულის ჩადენის ადგილი მხოლოდ თბილისის რაიონი არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია აღნიშნული საქმე სრულყოფილად გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ. დანაშაული ჩადენილი იქნა ქალაქის ცენტრში და დატყვევებულ ბატონ აფგანს თითქმის ნახევარი საქართველო გაატარეს და გადასცეს აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანის მხარეს. მთელი გზის განმავლობაში, სატელეფონო კომუნიკაციის დროს გამტაცებლები აბარებდნენ ანგარიშს, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რასაც ვეჭვობთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები შესაძლოა იყვნენ ამ დანაშაულის დაკვეთაში მონაწილეები“, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა „რუსთვაი 2“-თან.

გუშინ აფგან მუხთარლის ადვოკატებმა საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გაასაჯაროვეს. ჟურნალისტის აზერბაიჯანელი ადვოკატის ნემად კერიმლის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი 29 მაისს, თბილისიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. მათვე ინფორმაციით, გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ.

„სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად მის წინ მანქანა გაჩერდა და პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი ადამიანი გადმოვიდა. მათ თან ახლდათ კიდევ ერთი პირი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მათ მუხთარლი ძალით ჩასვეს მანქანაში, სცემეს და დაზიანებები მიაყენეს. მან წინააღმდეობის გაწევა სცადა, რაც ხელახალი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. როგორც აფგანი ამბობს, მანქანა, რომელშიც ის ჩასვეს, „ოპელის“ მარკის იყო“, - აცხდადებს ნემად კერიმლი.

შეგახსნენთ, ამჟამად აფგან მუხთარლი ბაქოში, წინასწარ სამთვიან პატიმრობაში იმყოფება. აზერბაიჯანული მხარე მას კონტრაბანდას, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]