weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფგან მუხთარლის ადვოკატმა გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას მიმართა

13:09 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას წერილობით მიმართა. ჩოფიკაშვილის განცხადებით, თუ პროკურატურამ აღნიშნულის საქმის გამოძიება არ დაიქვემდებარა, ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს, უფრო ლეგიტიმური გახდება.

„კანონის შესაბამისად, როდესაც შესაძლებელია დანაშაული ჩადენილი ჰქონდეს პოლიციის თანამშრომელს, საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურა. ამაზე კეთდებოდა კონკრეტული განცხადებები. შემდგომში უკვე კონკრეტული ფაქტებიც გახდა ცნობილი, რომ აფგან მუხთარლი ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, არსებობდა სრული საფუძველი, რომ ეს საქმე გამოეძიებინა მთავარ პროკურატურას. დღეს უკვე წერილობით თხოვნით მივმართეთ მთავარ პროკურორს, რომ ეს საქმე გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოგვეცეს საშუალება გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ისინი გვეუბნებიან, რომ არავითარი სტატუსი მუხთარლს არ აქვს, რაც ფორმალური საკითხია და ეს საკითხიც არის გადასაწყვეტი. ეს ყოველივე ერთად აღებული აჩენს უნდობლობას გამოძიების მიმართ. ჩვენ გვინდა, რომ ვენდობოდეთ გამოძიებას და გვაქვს სურვილი, რომ დანაშაული გამოძიებული იქნას”, - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გუშინ აფგან მუხთარლის ადვოკატებმა საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გაასაჯაროვეს. ჟურნალისტის აზერბაიჯანელი ადვოკატის ნემად კერიმლის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი 29 მაისს, თბილისიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. მათვე ინფორმაციით, გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ.

„სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად მის წინ მანქანა გაჩერდა და პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი ადამიანი გადმოვიდა. მათ თან ახლდათ კიდევ ერთი პირი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მათ მუხთარლი ძალით ჩასვეს მანქანაში, სცემეს და დაზიანებები მიაყენეს. მან წინააღმდეობის გაწევა სცადა, რაც ხელახალი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. როგორც აფგანი ამბობს, მანქანა, რომელშიც ის ჩასვეს, „ოპელის“ მარკის იყო“, - აცხდადებს ნემად კერიმლი.

შეგახსნენთ, ამჟამად აფგან მუხთარლი ბაქოში, წინასწარ სამთვიან პატიმრობაში იმყოფება. აზერბაიჯანული მხარე მას კონტრაბანდას, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]