weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობა გააუქმა

16:48 ორშაბათი, 30 ივლისი 2018

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისათვის.

მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას, რომელიც აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარებისათვის ექიმის დანიშნულების გარეშე. სანქციის ზომა შეადგენს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოს 1-დან 6 თვემდე ვადით. 

მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. 

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

მარიხუანის მოხმარების აკრძალვა ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა, ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად, მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეებიც. ამდენად, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. 

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი საფრთხეს უქმნის მესამე პირებს. მაგალითად, მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულია, თუ აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვ.), ასევე არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ..

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]