weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რადიო „მოზაიკის“ დირექტორმა შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

14:42 პარასკევი, 03 აგვისტო 2018

გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა გვანცა დოლუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. შსს საპროტესტო წარწერის, „მკვლელი ქუჩაშია“, გამო გვანცა დოლუაშვილის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

რადიო „მოზაიკის“ ინფორმაციით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები გვანცა დოლუაშვილის სამართალდამრღვევად ცნობისთვის საკმარისი არ იყო.

„გორის რაიონულმა სასამართლომ ნამდვილად ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და შსს-ს უთხრა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე შეუძლებელია, რომ პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და პოლიციელები ვალდებულები არიან, მეტი ობიექტური მტკიცებულება წარუდგინონ სასამართლოს. ვაპირებთ შსს-ს გენინსპექციას მივმართოთ აღნიშნული პოლიციელების დისციპლინირებული პასუხისმგებლობის თაობაზე“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსი მერებაშვილმა.

გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე (ქალაქის იერსახის დამახინჯება) საფუძველზე მიმდინარეობდა. სამი პოლიციელის ჩვენების მიხედვით, გვანცა დოლუაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა პირმა გორის ცენტრში, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე „მკვლელი ქუჩაშია“ დაწერა.

გორის ქუჩებში წარწერები „მკვლელი ქუჩაშია“, „მოკლულია 2 მოსწავლე“ და „სამართალი სად არის?!“ ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გაჩნდა, რითიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. წარწერების გაკეთებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ, ივლისის ბოლოს, გვანცა დოლუაშვილმა შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება იყო დაწყებული. გვანცა დოლუაშვილი ვარაუდობს, რომ გამოძიება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება და რადიოზე ზემოქმედების მცდელობაა.

 

ამ თემაზე ვრცლად:

საპროტესტო წარწერის გამო შსს რადიო „მოზაიკის“ დირექტორის დაჯარიმებას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]