weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ასწლოვანი ხის გადატანისას აჭარაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს

14:01 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017
ელგუჯა ბაგრატიონი ელგუჯა ბაგრატიონი

აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი და აქტივისტი, რეზო ხარაზი დააკავეს. მათი დაკავება გუშინ, გვიან ღამით ჩაქვში მოხდა, საიდანაც გურიაში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ასწლოვანი ხე გადაჰქონდათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ლია ჯაყელის განცხადებით, ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი კომპანია „ზიმოსგან“ ხეების გადატანის ნებართვის წარდგენას ითხოვდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ხეების ტრანსპორტირების კანონიერების დასაბუთებას ითხოვს.

„როდესაც მოქალქეები თავს გრძნობენ დაუცველად, ნაცვლად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზრუნოს ამ პრობლემების აღმოფხვრაზე, იგი დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებით. მოვითხოვთ, რომ დაკავებულები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ; შეწყდეს აჭარაში ხეების ჩეხვა, რომლითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ჩვენ რეგიონს. გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცეს მოქალაქეებს პასუხი თუ რა დოკუმენტაციის და ნებართვების საფუძველზე მიმდინარეობს ეს სამუშაოები“, - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე.

ელგუჯა ბაგრატიონი ხეების ტრანსპორტირების დროს ადმინისტრაციული წესით უკვე მესამედ დააკავეს. ბოლო შემთხვევა თებერვალში იყო. მაშინ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სასამართლომ გაამართლა.

ორ საათზე მეტ ხანს იყო შეფერხებული ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც მახინჯაურში იყო გაჩერებული. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, მიზეზი სავარაუდოდ, ასწლოვანი ხის გადატანაა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]