weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის სასამართლომ „საქნახშირის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

10:23 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტებში, 5 აპრილს და 2 ივნისს, ადამიანების გარდაცვალების ფაქტებზე დაკავებულ 7 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი დაკავებულებისთვის 5-5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით მინდელის სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი - გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა., უფროსის თანაშემწე გ.ქ. და ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტის მფლობელი, ინდმეწარმე დ.ს. 6 აგვისტოს დააკავა.

პროკურატურა დაკავებულებს შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

„საქნახშირის“ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, 2018 წლის 5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ტყიბულის შახტში, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

ასევე, 2 ივნისს, ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]