weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Georgian Airways-მა შშმ პირს ეტლის გამოყოფაზე უარი უთხრა - სახალხო დამცველი

19:30 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით არ უზრუნველყო, რის გამოც მგზავრი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც მისი ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია.

სახალხო დამცველის ცნობით, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო 72 საათით ადრე გაფრთხილება. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. სახალხო დამცველის განცხადებით, ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე ამ საფასურის შესახებ მითითებული არ ყოფილა.

„განმცხადებელმა სხვა შეზღუდული მობილობის მქონე იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 72 საათით ადრე გააფრთხილონ ავია-გადამყვანი სპეციალური საჭიროების თაობაზე, ვერ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურება, რამაც, თავის მხრივ, მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, ეტლით მომსახურებისთვის დამატებითი ხარჯების მოთხოვნა, სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ რეკომენდაციით მიმართა, ვებ-გვერდზე დეტალურად გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები. ასევე, საკუთარ პერსონალს ასეთი პირების სპეციფიური საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]