weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყოფილი ცოლისა და სიმამრის ცემაში ბრალდებულს 21 თვით პატიმრობა მიესაჯა

12:07 შაბათი, 01 სექტემბერი 2018
ფოტოზე დეა გოშხეთელიანი ფოტოზე დეა გოშხეთელიანი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ცოლის, დეა გოშხეთელიანის და სიმამრის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„როდესაც მეღლეს სცემ 2 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემ მეუღლის მამას - ამ დამამძიბელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია. მე ასევე იმედი მაქვს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე“, - განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

სამართალდამცველებმა გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისში 3 იანვარს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მან ყოფილ მეუღლეს, 22 წლის მაგდალენა (დეა) გოშხეთელიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით მიაყენა. კერძოდ, მეუღლეს ხელი დაარტყა სახის არეში და ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. გრიგოლ ბაკურაძემ ასევე ცემა ყოფილი სიმამრი, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახესა და თავში.

ბაკურაძეს ბრალად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაული.

5 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გრიგოლ ბაკურაძე 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 13 იანვარს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სასამართლოს განჩინება და გრიგოლ ბაკურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]