weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტაჟირება შესაძლოა სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს

17:28 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სტაჟირების ინსტიტუტის სამართლებრივ რეგულირებას ეხება. „ქართული ოცნების“ ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივის  მიხედვით, ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „შრომის კოდექსში“ შედის. 

კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, პრაქტიკაში სტაჟირების ინსტიტუტი არსებობს, თუმცა, სტაჟირების გავლის მიუხედავად, სტაჟიორები და პრაქტიკანტები შეღავათებით ვერ სარგებლობენ. მათთვის არაფრისმიმცემია სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რადგან მის საფუძველზე ვერ ახდენენ თავიანთი უფლებების რეალიზაციას კერძო თუ საჯარო უწყებებთან ურთიერთობისას.

„აღნიშნული ინიციატივის მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო აქტის დონეზე ჩამოყალიბდება სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებები და სტაჟირების პერიოდი ჩაითვლება სამუშაო გამოცდილებად. ცვლილების მიღება არსებითად მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით არ არსებობს სისტემური რეგულირება სტაჟირების ინსტიტუტთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული საკანონმდებლო აქტები, სადაც ცალკეულად გაბნეულია სტაჟირების მომწესრიგებელი ნორმები, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისს გამოცემული N410 დადგენილება, თუმცა, არც აღნიშნული დოკუმენტია გამყარებული საკანონმდებლო აქტის დონეზე რეგულირებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინსტიტუტის არასისტემურ მოწესრიგებას და აუცილებელს ხდის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას“, - აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

„ქართული ოცნების“ ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად რეალიზების პერსპექტივა გაუჩნდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]