weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

10:49 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

გერმანიის ფედერაციული მხარეებიდან - საქსონიიდან, ბავარიიდან, რაინლანდ-პფალციდან და ქვემო საქსონიიდან, ლაიპციგი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. გაძევებულებიდან 9 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 2015-2017 წლებში საქართველოს 11 428 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. აქედან, ყველაზე მეტი თურქეთიდან გამოაძევეს - 6207, შემდეგ მოდიან ისრაელი - 1197, გერმანია - 944 და რუსეთი - 563.

დეპორტაციის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია 2017 წელს - 4126 მოქალაქე.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან გერმანიაში ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, თუმცა მათი რიცხვი შემცირებულია. მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]