weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ლიბერალის“ რედაქტორს 2 დღის წინ თავს დაესხნენ, პოლიციას არავინ დაუკავებია

17:31 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

დამოუკიდებელი გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს ვარკეთილში 5-7 კაციანი ჯგუფი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. „ლიბერალის“ ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა, პოლიციას ისინი ამ დრომდე არ დაუკავებია.

ზურა ვარდიაშვილის თქმით, რამდენიმე პირი, რომლებიც შემდგომ თავს დაეხსნენ, მისი ავტომობილის ყიდვით დაინტერესდნენ, რის გამოც ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან შეხვედრა დაუთქვა.

„დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ, შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“. ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა. გონს რომ მოვედი, თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ“, - ციტირებს „ლიბერალი“ ვარდიაშვილის კომენტარს.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმმხილველებმა მანქანის ნომერი დაინახეს, მათვე დარეკეს პოლიციასა და სასწრაფოშიც. ვარდიაშვილის თქმით, სამართალდამცველბმა მას ჰკითხეს, ვინმეს ბიზნესს ხომ არ შეხებია „ლიბერალი“, რაზეც უპასუხა, რომ „უამრავ თემატიკაზე წერენ და მოტივის დადგენა უჭირს“.

„მეორე დღეს მითხრეს, თითქოს მათ დაადგინეს, რომ თურმე, 14 სექტემბერს „ისტ-პოინტში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ ვიჩხუბე და ვიღაც პირები ვცემე. გამომძიებლის თქმით, ამ ინციდენტს მოჰყვა ჩემზე თავდასხმა. ავუხსენი, რომ არა თუ არ მიჩხუბია „კარფურში“ იქ საერთოდ არ ვყოფილვარ. გამომძიებელი მიმტკიცებდა, რომ აქვს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, დედასთან ერთად „კარფურში“ ვიმყოფები და ვჩხუბობ“, - ამბობს ვარდიაშვილი.

მოგვიანებით გამომძიებელმა ზურა ვარდიაშვილს უთხრა, რომ თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ: პირმა, რომელმაც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, ნამდვილად იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და სხვის ნაცვლად მას გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ზურა ვარდიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]